“მერაბის დამოკიდებულება არ მომწონს, მისით აღფრთოვანებული არ ვიყავი” – რას აცხადებს UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილზე?

დღეს, 18 ნოემბერს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლას მიუახლოვდა.
აღნიშნული დაადასტურა UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმაც. მისი თქმით, გაბრაზებული იყო, როცა რამდენიმე თვის წინ დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლაზე უარი განაცხადა.
“გიდასტურებთ, დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის პრეტენდენტია. დღეს მაგრად იბრძოლა და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. სეხუდო პირველ რაუნდში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა შემდეგ დაღლა დაეტყო და მერაბმა ამით ისარგებლა.
რამდენიმე თვის წინ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაზე უარს აცხადებდა, რადგან საკუთარ მეგობართან ჩხუბი არ სურდა. მისი საქციელით აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვყოფილვარ და ეს
დამოკიდებულება არ მომეწონა. UFC-ში ყველას უნდა ეჩხუბო და უარი არავისთან ბრძოლაზე არ უნდა თქვა. დღეს მერაბის დღე იყო”, – განაცადა უაითმა.
შეგახსენებთ, თუ მერაბს სატიტულო ორთაბრძოლა ჩაუნიშნეს, მისი მეტოქე ამერიკელი შონ ო’მალი იქნება.