“მეორე შობა-ახალი წელია ტყვეობაში არიან კაშკაშა გოგოები და ბიჭები” – ნიკუშა კაცია

ურთულესი 2025 წელი იყო. უსამართლობით სავსე. დავზარალდით. ყველა! მეორე შობა-ახალი წელია ტყვეობაში არიან კაშკაშა გოგოები და ბიჭები. ქალები და კაცები! ქვეყანა გაუბედურდა! ზედმეტს არ დავწერ! მთავარი ფიქრი საქართველოა და რა თქმა უნდა რეჟიმის ტყვეები! ამ მძიმე ისტორიის ნათელი მხარე ის არის, რომ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და ჩემი ოჯახის წევრები გახდით! ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის ერთგული წევრები ხართ ის მეგობრები, რომლებშიც არასდროს შემპარვია ეჭვი და ვისაც არ ვენდობოდი დრომ წაიღო. გააქრო! ძალისხმევა, წვლილი, თუ როლი არ იზომება და ზუსტად ამიტომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი მართალი მონდომებისთვის მადლობა! გაფასებთ! პატივს გცემთ და მიყვარხართ! მადლიერი ვარ ყველა გულწრფელი ადამიანის. ყველა ნაღდი სიტყვისა და მოქმედებისთვის მადლობას გიხდით! გამრჯვება გარდაუვალია! #გამარჯვებარეჟიმისტყვეებს #გამარჯვებასაქართველოს

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ