მეორე ოქროს მოლოდინში – შავდათუაშვილი თბილისის გრანდ-სლემის ფინალშია!

თბილისის გრანდ-სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 12 ქართველი სპორტსმენით წარდგა, მათგან კი მედლებისთვის ორი ძიუდოისტი იბრძოლებს.
-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილს ფინალში ვიხილავთ. ლაშამ მეოთხედფინალში სამხრეთკორეელი კანგი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ისრაელელ ტოჰალ ბუტბულს სძლია.
-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძე მეოთხედფინალში ასევე ს წარმომადგენელ საგი მუკისთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.