მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ბომბის აღმოჩენამ პარიზის მატარებლების შეფერხება გამოიწვია

7 მარტს, საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის ხანის ბომბის აღმოჩენამ დილის მიმოსვლა შეაფერხა. ინციდენტი პარიზის გადატვირთულ მატარებლის სადგურ Gare du Nord-ზე მოხდა.
ინფორმაცია საფრანგეთის ეროვნულმა სარკინიგზო კომპანია TER-მა გაავრცელა. “მეორე მსოფლიო ომის პერიოდის აუფეთქებელი ბომბი ლიანდაგებთან აღმოაჩინეს”, – დაწერა TER-მა სოციალური მედიის პლატფორმა “X”-ზე.
შეფერხება გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივ მეტროებზე, ასევე ეროვნული და საერთაშორისო მატარებლების განრიგზე. სარკინიგზო კომპანიის საიტზე ნათქვამია, რომ მომხდარის გამო, მინიმუმ 3 მატარებელი დაგეგმილ მარშრუტს ჩამორჩება.
საერთაშორისო სარკინიგზო კომპანიასა და საფრანგეთის პოლიციას დამატებითი განმარტება ამ დროისთვის არ გაუკეთებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”