მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში 2.7%-ით მეტი, 3.4 მლრდ ლარი დახარჯეს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 2.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1.8 პროცენტით შემცირდა და 2 251.8 ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 4.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.