მეორე ახალი წელი ფრონტზე | როგორ გადაწყვიტეს ქართული ლეგიონის მებრძოლებმა ერთმანეთის სანტები გამხდარიყვნენ

მეორე ახალი წელი ფრონტზე – ქართველი ჯარისკაცები დღესასწაულს ისევ უკრაინის ცხელ წერტილებში შეხვდნენ. გავიდა კიდევ ერთი წელი, მაგრამ ქართველი მებრძოლების მოტივაცია უცვლელია, ისინი ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ და პარალელურად ახერხებენ იმასაც, რომ ერთმანეთს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნან.
ქართული ლეგიონის მებრძოლებმა სპეციალურად ახალი წლისთვის საკუთარი ხელით მოამზადეს ქართული, ტრადიციული საახალწლო ნუგბარი, რომელსაც ფრონტის წინა ხაზზე მყოფ მებრძოლებს ახალი წლის დღეებში დრონებით მიაწვდიან.
ეს ამბავი იმაზეა, როგორ გადაწყვიტეს ქართული ლეგიონის მებრძოლებმა, ახალ წელს სამშობლოდან შორს ერთმანეთის სანტები გამხდარიყვნენ.
ავტორი: ნინო ჟიჟილაშვილი.