„მეორეულ საცხოვრებელ სახლებზე უახლოეს პერიოდში ფასების კლებას არ ველოდებით“ – Sakura Properties

მეორეულ საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა მიწოდებას აშკარად აჭარბებს, განსაკუთრებით კი ცენტრალურ უბნებში, სადაც ფასები სტაბილურია და შემცირების ტენდენციაც არ იკვეთება, – ამის შესახებ უძრავი ქონების კომპანია Sakura Properties-ის დამფუძნებელმა, ვიქტორია საკუროვამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
რაც შეეხება მშენებარე ბაზარს, საკუროვას თქმით, დეველოპერებელი ადეკვატური ფასებისა და კარგი მარკეტინგის საშუალებით, ფართებს მარტივად ყიდიან, საშუალო კომპანიებს კი ამ მხრივ აშკარად პრობლემები აქვს.
,,უძრავი ქონების ბაზარზე, საცხოვრებელ ფართებსა და კომერციულ ფართებზე მოთხოვნა ძალიან განსხვავდება. საცხოვრებელი სახლების მეორად ბაზარზე მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე მიწოდება და ფასიც საკმაოდ არარეალურია. განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა ცენტრალური უბნების საცხოვრებლებზე.
ფასები სტაბილურ დონეს ინარჩუნებს, არც ზრდადია და არც კლებადი. მეორეულ საცხოვრებელ სახლებზე უახლოეს პერიოდში ფასების კლებას არ ველოდებით. რაც შეეხება მშენებარე ბაზარს, აქ სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია, თუ საცხოვრებელი სახლი ტოპ დეველოპერს ეკუთვნის, მას გაყიდვის მიმართულებით პრობლემები არ აქვს და ძალიან მალეც ყიდის ფართებს, თუმცა საშუალო დეველოპერებს ეს პრობლემა ნამდვილად აქვთ და შედარებით ნაკლებ ქონებასაც ყიდიან, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი, არ მარკეტინგში არ დებენ ინვესტიციას და ასევე, ფასები ბევრად მაღალია, ვიდრე მათი პროდუქტი რეალურად ღირს.
ზაფხულში დაბალ მოთხოვნას არ ველოდებით, რადგან მოთხოვნა სტაბილურად მაღალია”,- აღნიშნა ვიქტორია საკუროვამ “კომერსანტთან” ინტერვიუში.