“მეორედ ასეთ რამეს აღარ დავთანხმდებით” – კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის გადაწყვეტილება გააკრიტიკა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ “ვილიარეალთან” (2:1) გამარჯვების შემდეგ, ლა ლიგა გააკრიტიკა. მისი თქმით, ჩემპიონატის მესვეურებს გადაღლილობის გამო, მატჩის გადადება 2-ჯერ სთხოვეს, თუმცა მათი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
“ჩვენ გუნდს რაღაც განსაკუთრებული აქვს, ვგულისხმობ ხასიათსა და მონდომებას, თუმცა ეს შედეგს ყოველთვის არ მოიტანს და ძალიან მაბრაზებს.
ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც 72-საათიანი დასვენების გარეშე ვითამაშეთ. ამას აღარასდროს გავიმეორებთ.
ლა ლიგის მესვეურებს მატჩის გადადება ორჯერ ვთხოვეთ, მაგრამ არაფერი, ეს უკანასკნელი შემთხვევა იყო.
თუ მსგავსი რამ განმეორდა, მოედანზე აღარ გამოვალთ”, –
განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, “რეალი” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 60 ქულით პირველ ადგილს იკავებს და “ბარსელონას” 3 ქულით უსწრებს, თუმცა კატალონიელებს მადრიდელებზე 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში