მეორდება, ჩვენი გზა არის ევროპული ოჯახისკენ, სადაც, ქრისტიანული ცივილიზაციის და კულტურის ნაწილი უნდა გავხდეთ,ოღონდ ჩვენი რწმენის, ფასეულობების და ღირსების შენარჩუნებით

მეორდება, ჩვენი გზა არის ევროპული ოჯახისკენ, სადაც, ქრისტიანული ცივილიზაციის და კულტურის ნაწილი უნდა გავხდეთ,ოღონდ ჩვენი რწმენის, ფასეულობების და ღირსების შენარჩუნებით
გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში აზიარებს ზვიად გამსახურდიას ვიდეოს, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ ქართველ ხალხს წაართვეს რწმენა, წინაპრების სარწმუნოება და თავს მოახვიეს ათეისტურ- მარქსისტული იდეოლოგია, რომელმაც გახრწნა ერი და გამოიწვია კატასტროფული შედეგები.
გიორგი გამსახურდიას განცხადებით, სწორედ ეს სიტყვები გახდა ეროვნული მთავრობისთვის განაჩენის გამოტანის საფუძველი, ხოლო, ისტორია დღესაც მეორდება. “ზუსტად ერთ-ერთი ეს სიტყვები იყო წლების წინ, ეროვნული მთავრობის და ზვიადის განაჩენის საფუძველი.
ისტორია მეორდება, თავისთავად ჩვენი გზა არის ევროპული ოჯახისკენ,სადაც, ქრისტიანული ცივილიზაციის და კულტურის ნაწილი უნდა გავხდეთ,ოღონდ ჩვენი რწმენის,ფასეულობების და ღირსების შენარჩუნებით.” – წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.
ზუსტად ერთ-ერთი ეს სიტყვები იყო წლების წინ,ეროვნული მთავრობის და ზვიადის განაჩენის საფუძველი.ისტორია მეორდება,თავისთავად ჩვენი გზა არის ევროპული ოჯახისკენ,სადაც, ქრისტიანული ცივილიზაციის და კულტურის ნაწილი უნდა გავხდეთ,ოღონდ ჩვენი რწმენის,ფასეულობების და ღირსების შენარჩუნებით. pic.twitter.com/SSzLcSqd5D — George Gamsakhurdia (@GeorgeGamsa1979) December 22, 2024

გამოქვეყნებულ ვიდეოში, ზვიად გამსახურდია ასევე საუბრობს იმაზე, რომ ზემოთ ხსენებული იდეოლოგიის თავსმოხვევის შედეგად, დაიღუპა მრავალი კულტურული ღირებულება, მავნე პროპაგანდის შედეგად კი, ხალხმა დაივიწყა ზნეობა და საკუთარი ერის ისტორია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა