მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისათვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
მათივე ცნობით, დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
„პატარების საახალწლო განწყობაზე ქართველმა მომღერლებმა, ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელიც მოეწყო, სადაც თოვლის ბაბუამ სამხედროების შვილებს ტკბილეულით სავსე ტომრები საჩუქრად დაურიგა. ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობაშიც მიიღეს მონაწილეობა – მათ ასევე სახის მოხატვის საშუალებაც ჰქონდათ.
სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება. ღონისძიებებს უკვე გორში პირველმა ქვეითმა ბრიგადამ, ქუთაისში მე-3 ქვეითმა ბრიგადამ და სენაკში მე-2 ქვეითმა ბრიგადამ უმასპინძლა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი ჯამდელიანი – კანონიკური სასჯელის მოხსნა საეკლესიო კანონის მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს – ასეთი განაჩენის ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც