მეოთხე დღეა არ წყდება ვიზიტორთა რიგი საქართველოს სტენდთან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე

მეოთხე დღეა არ წყდება ვიზიტორთა რიგი საქართველოს სტენდთან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე
უკვე მეოთხე დღეა არ წყდება ვიზიტორთა რიგი საქართველოს სტენდთან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე.
უდიდესი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა როგორც ქართულმა გასტრონომიამ და ღვინომ, ისე ქართულმა პროდუქციამ, რომლითაც შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე “აწარმოე საქართველოში” 40-მდე კომპანიასთან ერთადაა წარმოდგენილი.
ჩინეთში, შანხაის საერთაშორისო იმპორტისგამოფენაზე China International Import Expo (CIIE) საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით და ყველაზე მასშტაბური სტენდით წარდგა. გამოფენაზე საქართველოს პოტენციალს ათი ათასობით ვიზიტორი ეცნობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
5 დღის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველი შეფ-მზარეულები: იოსებ ჯაბანაშვილი, დავით ნარიმანაშვილი, ვახო გობეჯიშვილი, ვაკო ვაშაკაშვილი და გურამ ბაღდოშვილი გამოფენის სტუმრებს ქართულ კერძებს აცნობენ. ვიზიტორებს საშუალება აქვთ ხაჭაპური, გებჟალია, შქმერული, ჩაქაფული და ქართული ღვინო დააგემოვნონ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და ინფორმაცია მიიღონ ქართული კულტურისა და ქვეყნის ისტორიის შესახებ.
China International Import Expo-ზე, წელს, 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა