“მენტალური სიმახინჯე სიბნელეა” –

ირაკლი კობახიძემ, ტვ იმედთან, თქვა:

 “სიბნელეზე როცა არის საუბარი, სიბნელეში მარტო გაუნათლებლობა არ იგულისხმება. აქ იგულისხმება აზროვნების სიმახინჯე და მენტალური სიმახინჯე. რაც ხდება ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში ფეხბურთის გარშემო, მეტყველებს სწორედ ამ სიბნელეზე, რაც სუფევს ამ ლიბერალურ ფაშისტებში, რადიკალურ ოპოზიციაში.

…ვსაუბრობდით ჩვენ, საჯაროდაც, მათ შორის, წარმოვიდგინეთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ საბერძნეთთან ვერ მოგვეგო და ვერ გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე, ხო… არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა ტიპის კამპანია ექნებოდათ მათ ნაკრების წინააღმდეგ. ყოველთვის ვუდგავართ ნაკრებს გვერდით, ჩვენი მხარდაჭერით და ჩვენი ქომაგობით, ჩვენი სოლიდარობით.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა