“მენტალური თანხვედრა”, “სიფრთხილე” – პრეზიდენტი “ქართული ოცნების” პრორუსულობის ნიშნებზე

პრეზიდენტი ამბობს, რომ “არის რაღაც ნიშნები” მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, სა და ს ინტერესების თანხვედრისა, თუმცა ამატებს, რომ ეს შეიძლება იყოს “სიფრთხილე” ან “პირადი მენტალობის თანხვედრა”. ამის შესახებ მან 6 მარტს, ორბელიანების სასახლეში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
“ვხედავ, რომ არის რაღაც ნიშნები, რომელიც შეიძლება იყოს სიფრთხილე, შეიძლება იყოს პირადი მენტალობის თანხვედრა, შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ ეს ჩემი საკითხი არა“, – თქვა მან და დაამატა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაუშვებენ პრორუსულ მთავრობას, თუკი ეს “გამოკვეთილი” იქნება.
“როგორც კი ეს გადააჭარბებს რაღაც ნიშნებს, რომელიც არის სიფრთხილის, თუ ძალაუფლების შენარჩუნების ნაწილში, რაღაც ცდუნებები, ალბათ არსებობს… როგორც კი ეს ამას გასცდება და გაჩნდება პრორუსულობის ნიშნები, ის მთავრობა, ხელისუფლება, ძალა ვერასოდეს იარსებებს საქართველოში იმიტომ, რომ არსებობს მოსახლეობა და არსებობს უწყვეტი ნება საქართველოს მოსახლეობისა, რომ არასოდეს არ დაბრუნდეს რუსეთის წიაღში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის სიტყვებით, “ვერავინ ვერ ბედავს” პრორუსულობას. მან ახსენა პრემიერ-მინისტრი ირაკლი და თქვა, რომ იგი დასავლელი პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, პრემიერ მინისტრის რანგში, პირველად ბრიუსელში ჩავიდა.
“თუ შეამჩნიეთ, ჩვენი ახალი პრემიერი, რომელიც გამორჩეული იყო იმით, რომ არ ტოვებდა დასავლეთის წარმომადგენლებს, ისეთი სიტყვებით ამკობდა, ჩავიდა სად? – ბრიუსელში. ვის იღებს პირველ რიგში? – ევროკავშირის ელჩებს. დაავიწყდა, რომ პეკინში იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც პარტიის თავმჯდომარის. ეს არის ის ნიშნები, რომელიც საინტერესოა. რეალურად, ყველა გრძნობს, მითუმეტეს სკენ მივდივართ, რომ არ გაპატიებს არავინ პრორუსულობას ამ ქვეყანაში”, – თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წელს “ქართული ოცნების” მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი, ბოლო რამდენიმე წელია, მმართველ გუნდს დაუპირისპირდა, რაც ბოლოს მისი იმპიჩმენტის მცდელობამდე მივიდა.