„მემორიალმა“ პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანა რუსეთში დაპატიმრებული რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ალსუ კურმაშევა

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია “მემორიალმა” პოლიტპატიმრად აღიარა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, რომელიც თითქმის თვე-ნახევრის განმავლობაში იმყოფება ს წინასწარი დაკავების იზოლატორში, – ამის შესახებ Idel.реалии იტყობინება.
პოლიტპატიმართა სიაში კურმაშევას დამატების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „მემორიალის“ წარმომადგენელი, პროექტ “პოლიტპატიმრების მხარდაჭერის“ ხელმძღვანელი, სერგეი დავიდისი. მან კურმაშევასადმი წაყენებულ ბრალდებას “ხელოვნური” უწოდა.

მისი თქმით, საქმის პოლიტიკური მოტივაცია აშკარაა, რადგან რუსეთის ხელისუფლება ჟურნალისტს დევნიდა, ჯერ მაისში ქვეყნის დატოვებაში შეუშალა ხელი, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსა.
კურმაშევა, რომელიც -ისა და რუსეთის მოქალაქეა, ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული ყაზანის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით.
ალსუ კურმაშევას ბრალი ედება იმაში, რომ მან რუსეთის ხელისუფლებას არ წარუდგინა თავისი საბუთები „უცხოეთის აგენტთა“ რეესტრში შესაყვანად. ეს ამ მუხლით პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ჟურნალისტის წინააღმდეგ აღიძრა.

23 ოქტომბერს ყაზანის რაიონულმა სასამართლომ ალსუ კურმაშევა საგამოძიებო იზოლატორში გაგზავნა 5 დეკემბრამდე. უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს სასამართლო მისთვის აღმკვეთი ღონისძიების გაგრძელების თაობაზე.
ალსუ კურმაშევა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტია 1990-იანი წლების ბოლოდან. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის აშუქებდა ეთნიკური უმცირესობების კულტურასა და უფლებებს თათრეთსა და ბაშკირეთში. ის ჰყვებოდა ინიციატივებზე, რომელთა მიზანია თათრული ენისა და კულტურის დაცვა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისგან, რაც შესამჩნევად გაძლიერდა უკანასკნელ წლებში.
ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, „კოალიციამ ქალები ჟურნალისტიკაში“, ეროვნულმა პრესკლუბმა, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა და კიდევ 12-მა ორგანიზაციამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მიმართეს მოწოდებით, „დაჩქარდეს პროცესი და დაუყოვნებლივ გამოცხადდეს“ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა „არამართლზომიერად დაკავებულად“. ამის შესახებ Idel.реалии იტყობინება.
· ალსუს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – აშშ-ისა და რუსეთისა. დაკავებამდე ის ში ცხოვრობდა ქმართან და შვილებთან ერთად. მაისის შუა რიცხვებში ის მშობლიურ ყაზანში ჩავიდა ოჯახური გარემოებების გამო. 2 ივნისს ყაზანის აეროპორტში, პრაღაში გაფრენამდე, ალსუ დააკავეს. მას ჩამოართვეს ამერიკისა და რუსეთის პასპორტები. რამდენიმე დღის შემდეგ ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მეორე მოქალაქეობის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ამ საქმის გამოძიება რამდენიმე თვე გაჭიანურდა. მხოლოდ ოქტომბერში მიუსაჯა მას ყაზანის სასამართლომ 10 ათასი რუბლი ჯარიმის გადახდა. ამის შემდეგ ის კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის ახალ საქმესთან დაკავშირებით.
· RFE/RL-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფ გედმინმა “ღრმა იმედგაცრუება” გამოხატა სასამართლოს 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამო და გამოვიდა ჟურნალისტის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით.

ასევე დაგაინტერესებთ