ლილი-როუზ დეპი, ჯონი დეპისა და ვანესა პარადისის ქალიშვილი ცოტა ხნის წინ წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. მსახიობი თავისი ახალი ფილიმის, Nosferatu – ს პრემიერას დაესწრო და Chanel-ის კაბა მოირგო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩაცმულობამ კრიტიკოსები მოწონება დაიმსახურა, ლილი-როუზის ვარცხნილობას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
„რაღაც მომენტში მელოტი მეგონა“, „არასოდეს უნდა ატარო თმა ასე…” – წერენ კომენტარებში.
რა თქმა უნდა, კომენტრებშ ბევრი დადებითი შეფასებაც იყო მსახიობის ანებისგან:
“დედას ჰგავს“, – წერს ერთ-ერთი ფანი. „ის მშობლების შესანიშნავი ნაზავია – მას ნამდვილად აქვს მამის თვალები და დედის ძვლის სტრუქტურა“.
ლილი-როუზ მელოდი დეპი დაიბადა 1999 წლის 27 მაისს ო-დე-სენას რეგიონში, საფრანგეთში. იგი არის ამერიკელი მსახიობის, პროდიუსერისა და მუსიკოსის, ჯონი დეპისა და ფრანგი მსახიობის, მოდელისა და მომღერლის, ვანესა პარადის უფროსი ქალიშვილი.
2012 წელს, 14-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ლილი-როუზის მშობლები დაშორდნენ, რის შემდეგაც იგი მამასთან დარჩა, რომელთან ერთადაც იგი ხან ლოს-ანჯელესში, ხანაც პარიზში ცხოვრობდა.
ლილი-როუზ დეპის სამსახიობო დებიუტი შედგა ფილმში „ეშვი“, სადაც კოლინ კოლეტის როლი შეასრულა. ფილმის პრემიერა 2014 წელს შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. 2015 წელს იგი გადაიღეს კლიპში სიმღერისთვის „მთელი მსოფლიოს გარშემო“, რეჯი სნოუს შესრულებით. ამავე წელს გახდა Chanel-ის ბრენდის სახე.
2019 წელს დეპი გამოჩნდა Netflix-ის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში “სასჯელის დასასრული” პრიანკა ჩოპრასთან ერთად. ფილმმა მოიპოვა ოსკარის ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე .
2021 წელს დეპი გამოჩნდა კრიმინალურ თრილერში Crisis (თავდაპირველად სახელწოდებით Dreamland ) გარი ოლდმანთან , არმი ჰამერთან , ევანჯელინა ლილისთან და მიშელ როდრიგესთან ერთად. 2023 წელს დეპმა სატელევიზიო დებიუტი შეასრულა HBO-ს დრამატულ სერიალში The Idol კანადელ მომღერალ The Weeknd- თან ერთად . სერიალის პრემიერა შედგა 2023 წლის 22 მაისს კანის 76-ე კინოფესტივალზე. სერიალს კრიტიკოსების მხრიდან ცუდი შეფასება მოჰყვა მისი გრაფიკული სექსუალური შინაარსისა და თემების გამო
დეპი მერილინ მენსონის ნათლულია. მშობლების პოპულარობის გამო იგი დაბადებიდანვე ტაბლოიდებისა და მედიის ყურადღების ცენტრშია. ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს, ისევე, როგორც საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობას. ლილი-როუზმა 2016 წელს მიატოვა სკოლა, რათა სამსახიობო კარიერაზე მოეხდინა კონცენტრირება. წარსულში იგი ასევე ებრძოდა ანორექსიას, თუმცა გამოჯანმრთელება მოახერხა.