ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისმა სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. ინგლისელთა ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა გატანილი გოლი უხამსი ჟესტით აღნიშნა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა დეკლან რაისმა მატჩის შემდეგ შეხლა-შემოხლისას მეტოქე გუნდის მწვრთნელს, ფრანჩესკო კალცონას, მელოტი არარაობა და გეი უწოდა.
„ტელეგრაფის“ ჟურნალისტი მეტ ლოუ იტყობინება, რომ უეფა, დიდი ალბათობით, ინგლისელ ფეხბურთელებს არ დასჯის.
სლოვაკეთის ნაკრებმა მერვედფინალში გასვლით დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებასთან ახლოს იყო. ინგლისის ეროვნული გუნდი 6 ივლისს, 1/4-ფინალში, შვეიცარიას დაუპირისპირდება.