შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირზე, ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული აქტივისტი რამდენიმე საათში გათავისუფლდება.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ მიმართა, რის საფუძველზეც, დაკავებული საპატიმროს დატოვებს.
“ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
