მელიქიშვილიდან რუსთაველის გამზირისკენ ახალგაზრდები აქცია-მსვლელობას მართავენ

მელიქიშვილის გამზირიდან რუსთაველის გამზირისკენ, ამ წუთებში, ახალგაზრდები აქცია-მსვლელობას – “გაიღვიძე საქართველო” მართავენ.
ახალგაზრდები თავდაპირველად ფილარმონიასთან დილის, 07:00 საათზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის დაგეგმილ არჩევნებს გააპროტესტებენ.
მათი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა, პირველ რიგში, განათლებას აუფასურებს, “იმ განათლებას, რომლის გზასაც ევროპისკენ მივყავართ”.
„დღეს ყაველაშვილის პრეზიდენტად წარდგენის ქმედებით ხელისუფლება გვეუბნება იმას, რომ ჩვენი შრომა, რასაც ვსწავლობთ, რომელიც შემდეგ სამშობლოს უნდა მოვახმაროთ, ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ, რომ გვერდზე გადადონ და ვიღაც ისეთი, არა განათლებით და დიპლომით, არამედ, ჰაბიტუსით შეირჩეს საპრეზიდენტო კანდიდატად. ეს სრულიად მიუღებელია. არავის სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც თავისი მწირი განათლებით მომავალში გადაგვიწყვეტს ისეთ საკითხებს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთი მონაწილემ.
მათ უჭირავთ ბანერები, რომელზეც მათ შორის გამოსახულები არიან ის ადამიანები, რომლებმაც მიმდინარე აქციების დროს პოლიციის ცემის მიერ დაზიანებები მიიღეს, ასევე უჭირავთ ბანერები წარწერით: „მოსკოვში ყაველაშვილმა ისწავლოს“, „ ჩვენი საერთო მტერია“. ასევე ისმის შეძახილები „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“.
ყაველაშვილის პრეზიდენტად წარდგენასთან ერთად, ახალგაზრდები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახნას 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა