კალაძის საარჩევნო შტაბთან ფიზიკური დაპირისპირებისას უნგრელი ჟურნალისტია ნაცემი. ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში ბაჩანა საჯაია აქვეყნებს
გამოცემა პუბლიკა კი წერს:
მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების” შტაბთან დაპირისპირების გაშუქებისას, პირდაპირი ეთერის დროს „პუბლიკის” ჟურნალისტს დაარტყეს, რის შედეგადაც ტელეფონი გააგდებინეს, შემდეგ კი მობილური წაართვეს
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ თავს.
პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
