მელიქიშვილზე დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის დროს დაკავებულ მათე დევიძეს პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიების ყველზე მკაცრი ფორის გამოყენება პროკურატურამ მოითხოვა, ბრალდებულის ადვოკატი მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
დღეს, 22 ნოემბერს პროკურატურამ გაავრცელა ვიდეო-ჩანაწერები, სადაც ჩანს, სავარაუდოდ, მათე დევიძე როგორ იქნევს ჯოხს პოლიციელების მისამართით. პროკურორ ანი ხუბეჯიშვილის თქმით, საქმეში დევს როგორც აღნიშნული ვიდეო, ისევე მოწმეთა ჩვენები და ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ვიდეოში ასახული პიროვნება ნამდვილად მათე დევიძეა.
“ბრალდების მხარემ გაასაჯაროვა მტკიცებულებების ნაწილი – ვიდეო-ჩანაწერები, რომლებშიც მკაფიოდ ჩანს ბრალდებულის მიერ სამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი. კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობის გამოყენებას მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით […]
მათე დევიძეს არ აკავებდნენ სამართალდამცავები, როდესაც ის თავს დაესხა მათ. იყო მათგან მოშორებით. საერთოდ არ იყვნენ პატრულ-ინსპექტორები შემხებლობაში მათე დევიძესთან, როდესაც ის მოულოდნელად გამოჩნდა და ჯოხის გამოყენებით დაესხა მათ თავს.”, – განაცხადა პროკურორმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე.
21 წლის მათე დევიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ გელოვანი: ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა

კახა კალაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ ზეწოლად საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან კონკრეტულ ფაქტებს