მელია-ხაბეიშვილი ერთმანეთს დამრჩენების და წამსვლელების რაოდენობას უთვლიან – “ნაციონალურ მოძრაობას” პარტიის წევრები ისევ ტოვებენ

ნიკა მელიას და რაიონული ორგანიზაციების შემდეგ, თბილისის საკრებულოს წევრმა, მ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება დღეს მიიღო, მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი მენეჯმენტის მართვის პრინციპებია. ანა გოგოლაძეს სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში თბილისის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. ისინი “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებისთვის ემზადებიან. ამბობენ, რომ სამომავლოდ სწორედ სთან თანამშრომლობა სურთ და არ უნდათ იმ პარტიაში, სადაც მათი აზრის გათვალისწინება არ ხდება და გადაწყვეტილებები არაფორმალური მმართველის მიერ მიიღება.
არაფორმალურ მმართველობას უარყოფს მოქმედი მენეჯმენტი, რომლისთვისაც მოულოდნელი ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილება არ ყოფილა. ხაბეიშვილის თანამოაზრეები ახლა პარტიიდან სხვა პირების გასვლასაც ელიან. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ეს პროცესი “ნაციონალურ მოძრაობას” დასუსტების ნაცვლად, გააძლიერებს.
“ნაციონალური მოძრაობის” ჯერ კიდევ მოქმედი წევრები, რომლებიც უახლოეს პერიოდში პარტიის დატოვებას და ნეკა მელიასთან ახალ პლატფორმაში გაერთიანებას გეგმავენ ვარაუდობენ, რომ მელია სწორედ ნაციონალური მოძრაობის ელექტორატს წაიღებს. თუმცა, ასე არ ფიქრობს, მოქმედი მენეჯმენტი, სადაც ამტკიცებენ, რომ ყველა ასეთი გაყოფის შემდეგ, პარტიიდან წასულები გაძლიერებას პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ ახერხებენ.
სახელისუფლებო გუნდი მელიას ახალი პლატფორმის პოლიტიკურ პერსპექტივებს არასერიოზულად აფასებს, ”ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე დიდი ელექტორატის მოზიდვას ვერ შეძლებს. პროცესები კი, რომელიც ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს, სახელისუფლებო გუნდის თქმით, ნაციონალური მოძრაობას დაშლამდე მიიყვანს
განხეთქილება და შიდა დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის ს პარალელურად დაიწყო და თითქმის 10 თვიანი უთანხმოების შემდეგ, პარტია უკვე დატოვა 100-ზე მეტმა წევრმა. ამ ყველაფერს წინ მოქმედი თავმჯდომარის – ს გადადგომის მოთხოვნა უძღოდა, ამ მოთხოვნას კი, თბილისისა და რეგიონული ორგანიზაციების მოქმედი წარმომადგენლები დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ არ ხსნიან.