მელია: წულუკიანთან ჩემი შეხვედრა სასიამოვნო არ იქნებოდა

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, , რომელიც ს ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაიბარეს, “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ “მასკარადში და დადგმულ სპექტაკლში” მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ თეა წულუკიანთან შეხვედრა უსიამოვნო იქნებოდა, რადგან მისივე განმარტებით, “რეჟიმის მსახურებს მორალური უპირატესობა ვერ ექნებათ იმ ადამიანებთან, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვიან”.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა გირაოს გადახდას იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდებს, პასუხობს, “უსამართლოდ დაკისრებულ არცერთ მსგავს სანქციას არ დავემორჩილები”.

ოპოზიციური პარტიები უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ ამ მასკარადში, დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებთ, დიდი ნაწილი არც აპირებს მონაწილეობის მიღებას. მიწვევაზე, რომელიც მივიღე, ვუპასუხე, თეა ხომ ნამდვილად იქნებოდა სხდომის წამყვანი, არაფერი სერიოზულად. თეა წულუკიანს ნახვით სიამოვნებით ვნახავდი, მაგრამ არა პარლამენტის დარბაზში. მასთან ჩემი შეხვედრა სასიამოვნო არ იქნებოდა. არ მგონია, რომ წულუკიანს და რეჟიმის მსახურებს ჰქონდეთ მორალური უპირატესობა ადამიანთან, ვინც დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის”. – განაცხადა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიამ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია გამოსაკითხად დაიბარა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება