მელია: ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის და არა ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის

საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იყოს ამაყი, როგორც ყოველთვის. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იყოს მართალი, როგორც ბევრი ისტორიული ქარტეხილის დროს ყოფილა. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, ბოდიში მოახდევინოს ყველას, ვინც თავის დახრას და ბოდიშის მოხდას გვთხოვს სიმართლისთვის, ღირსებისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის. ეს გადაწყვეტილება მიღებულია! ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც არის სიმართლე და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ვართ.
26 ოქტომბერს მთელი საქართველო მივდივართ არჩევნებზე, სადაც ცვლილებები უნდა მოვუტანოთ ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს და მშობლებს, რომლებიც იმსახურებენ მოესწრონ ბედნიერ, განვითარებულ, ძლიერ და მდიდარ სახელმწიფოს. ეს შეუძლებელია არ მოხდეს!
არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ, რომ ეს არ ეხება პოლიტიკოსებს, ეს არჩევნები ეხებათ ახალგაზრდებს, თითოეულ ჩვენგანს ეხება. არ ეხება არავის, ვინც პარლამენტში აპირებს ყოფნას ან არ ყოფნას. ამ ქვეყნის მომავალს ეხება, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს… გვაქვს უფლება, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში?! ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენი ერთი ხმით უკეთესი მომავალი უნდა მოვუტანოთ ჩვენ შვილებს, მშობლებს. ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის, ჩვენ არ ვიბრძვით ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის.
გთხოვთ, მოვინდომოთ და არ დავრჩეთ სახლში 26 ოქტომბერს. ყველა დავუბრუნდეთ ჩვენ ჩვენი რეგისტრაციის ადგილებს. ძალიან ბევრი ემიგრანტი მიდის ასობით კილომეტრის გასავლელად, რომ იქიდან შემოგვეხიდოს. ძალიან ბევრი იმერელი ცხოვრობს თბილისში, ან 25 ოქტომბერს, ან 26 ოქტომბერს ყველანი უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს სახლებს. 26 ოქტომბერს, საღამოს 8:00 საათზე ყველამ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება. 26 ოქტომბერს ყველას დაგვებრუნებინოს წარმატება, გამარჯვება, სიხარული, ბედნიერება და რწმენა საკუთარ თავებში