მელია: ჩემი პროცესი არის 29-ში, მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიდე სასამართლოში

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მისვლას არ აპირებს.
ეს განცხადება მან TV პირველის ეთერში გააკეთა. ს პროცესი 29 მაისს არის ჩანიშნული.
“ჩემი პროცესი არის 29-ში. მე მივიღე გადაწყვეტილება, 29-ში აქ აღარ მივიღო მონაწილეობა ანუ, არ მივიდე ფიზიკურად და არ მივალ სასამართლოში და რატომ – ხალხის პატივსაცემად. მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ იქ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს, ბავშვებს, მე არ მინდა, რომ ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა.