“მელიას მომხრეებმა პარტია დატოვეს და ტვ–ს მიმართეს, “ყოფილი” რატომ ვართო” – ლაშა ბერულავა

მოკლედ, ასეთი ამბავია: ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვეს ამასწინათ ს მომხრეებმა. გავიდა ტვ-ზე ეგ ამბავი და, ვინც პარტია დატოვა და ამაზე განცხადებას აკეთებდა, ტიტრზე, მისი სახელისა და გვარის ქვეშ, აღინიშნა: “ენმ-ის ყოფილი წევრი”.
არ მოეწონათ და პრეტენზიით მიმართეს ტვ-ს, “ყოფილი” რატომ ვართო. დღეს კიდევ ერთხელ გააკეთეს განცხადება და კიდევ ერთხელ დატოვეს ენმ. ჰოდა, “ტელევიზიონშიკები” დილემის წინაშე დგანან, დაწერონ თუ არა ტიტრზე “ენმ-ის ყოფილი წევრი” და, რამეს ხომ ვერ უშველით?..
ჰო, მართლა, რომ არ დამავიწყდეს: მე ვტოვებ საქართველოს მოქალაქეთა კავშირს. მერე რა, რომ წევრი არ ვყოფილვარ არასდროს – მთავარი ისაა, რომ ვტოვებ. ბრიფინგი დღეს არ მექნება, მეოთხე დატოვებაზე გაგაგებინებთ, მანამდე არ მომიხსენიოთ, როგორც სმკ-ს ყოფილი წევრი, მეწყინება!