მელანშონი: მაკრონმა ქედი უნდა მოიხაროს და დამარცხება აღიაროს

არჩევნების მეორე ტურის შედეგების ეგზიტპოლის გასაჯაროების შემდეგ, მემარცხენეთა ალიანსის, ახალი სახალხო ფრონტის უდიდესი პარტიის, “ქედმოუხრელი საფრანგეთის” ულტრამემარცხენე ლიდერი, ჟან-ლუკ მელანშონი გამარჯვებას აღნიშნავს და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდებს, რომ დამარცხება აღიაროს.
“ამაღამ ულტრამემარჯვენეები უმრავლესობისგან ძალიან შორს არიან… ს რეზულტატი დიდებული მობილიზაციის ძალისხმევის შედეგია… პრეზიდენტმა ქედი უნდა მოიხაროს და დამარცხება აღიაროს… პრემიერმინისტრმა პოსტი უნდა დატოვოს… პრეზიდენტს აქვს ძალაუფლება და ვალდებულება, რომ ახალი სახალხო ფრონტი მმართველობისთვის მოიწვიოს… ახალი სახალხო ფრონტი მზადაა.” – თქვა მელანშონმა სიტყვით გამოსვლის დროს.
7 ივლისს ჩატარებული მეორე ტურის ეგზიტპოლების წინასწარი შედეგებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გადის მემარცხენეთა ალიანსი – “ახალი სახალხო ფრონტი”, მეორე ადგილს დაიკავებს მაკრონის კოალიცია, სავარაუდოდ, 150-170 ადგილით, ხოლო მესამე ადგილზე მარინ ლე პენის “ეროვნული ერთობა” გავა, 132-152 ადგილით.
არჩევნების პირველ ტურში ლე პენის მემარჯვენეთა პარტია პირველ ადგილზე იყო.