მელანია ტრამპმა ვლადიმირ პუტინს წერილი გაუგზავნა გატაცებული ბავშვების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტის, ს მეუღლე, მელანია ტრამპი, ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილ პირად წერილში სა და რუსეთში ბავშვების საკითხს შეეხო, – ამის შესახებ თეთრი სახლის ორმა წარმომადგენელმა განაცხადა.
ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა წერილი პუტინს ალასკაში სამიტის დროს პირადად გადასცა. სლოვენიაში დაბადებული მელანია ტრამპი ალასკაში არ იმყოფებოდა.
ოფიციალურმა პირებმა წერილის შინაარსი არ გაამჟღავნეს, მხოლოდ ის განაცხადეს, რომ მასში ნახსენები იყო უკრაინაში ომის შედეგად ბავშვების გატაცებების შემთხვევები.

წერილის არსებობის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება უკრაინისთვის ძალიან მგრძნობიარე საკითხია.
უკრაინამ ათიათასობით ბავშვის გატაცებას, რომლებიც ოჯახის ან მეურვეების თანხმობის გარეშე რუსეთში ან მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, ომის დანაშაული უწოდა, რომელიც გაეროს ხელშეკრულებით გენოციდის განმარტებას შეესაბამება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, მ, შაბათს, ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, მადლიერება გამოხატა პრეზიდენტის მეუღლის მიმართ.
„ეს ნამდვილი ჰუმანიზმის აქტია“, – დაწერა ანდრიი სიბიჰამ X-ზე.
ადრე მოსკოვმა განაცხადა, რომ ის იცავს დაუცველ ბავშვებს საომარი ზონიდან.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ რუსეთმა მილიონობით უკრაინელ ბავშვს ტანჯვა მიაყენა და დაარღვია მათი უფლებები 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა ანკორიჯში, -ის სამხედრო ბაზაზე, თითქმის სამი საათი მიმდინარეობდა, თუმცა უკრაინის ომის გარშემო შეთანხმება არ მიღწეულა.