აშშ-ს პირველი ლედი, მელანია ტრამპიაშშ-ს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პირველი ლედი მელანია ტრამპის ინიციატივის შედეგად, რუსეთის მიერ გატაცებული 6 უკრაინელი ბავშვი ოჯახებს დაუბრუნდება.
განცხადების მიხედვით, ამ თვის ბოლოს ოჯახს მეშვიდე ბავშვიც დაუბრუნდება.
“მსოფლიოს ამ რეგიონში ბავშვების საყვარელ ადამიანებთან დაბრუნება დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ საკითხად რჩება. მიხარია, რომ ორივე მხარე ერთგული რჩება მიმდინარე თანამშრომლობის მიმართ და ამ საზიზღარ ომზე მაღლა აყენებს ბავშვების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას,” – წერია განცხადებაში.
მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გატაცებულ უკრაინელ ბავშვებზე აგვისტოში წერილი გაუგზავნა. ეს იყო მელანია ტრამპის მეოთხე ინიციატივა, რის ფარგლებშიც უკრაინელი ბავშვები ოჯახებს დაუბრუნდნენ.
გასულ თვეში გაეროს გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და გადაცემა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უტოლდება.