მელანიას ვულოცავ ქორწინების 20 წლის იუბილეს – რა ფოტოს აქვეყნებს დონალდ ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქორწინების 20 წლის იუბილეს მეუღლეს საჯარო პოსტით ულოცავს.
„მელანიას ვულოცავ 20 წლის იუბილეს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.
მელანია ტრამპი (მელანია კნავსი) 1970 წლის 26 აპრილს დაიბადა. სამოდელო კარიერა დაიწყო 5 წლის ასაკში. მან თავისი გვარის სლოვენიური ვარიანტი „კნავსი“ შეცვალა გერმანულით — „კნაუსი“. იგი საუბრობს ხუთ ენაზე: სლოვენიური, სერბული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული.
დონალდ ტრამპზე დაქორწინდა 2005 წლის 22 იანვარს.
