მეკარის შესრულებული პირველი საგოლე გადაცემა – ისტორიული გადაცემა და მოგებული თამაში

ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრები დაამარცხა.
დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრებს კაპიტანი გურამ კაშია და ერთ-ერთი ლიდერი დააკლდა. ფრანგმა სპეციალისტმა ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი და ნიკა კვეკვესკირი დააბრუნა.
33-ე წუთზე ქოჩორაშვილმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, ბურთი კიტეიშვილთან გაითამაშა და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ანგარიში გახსნა.
ოთხ წუთში კი მამარდაშვილის გადაცემით მიქაუტაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეკარის მიერ შესრულებული პირველი საგოლე გადაცემა იყო.
ტაიმის ბოლოს ბარსეგიანმა სცადა ანგარიშის შემცირება, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.
შესვენების საქართველოს ნაკრებმა მესამეც გაიტანა – სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა – 3:0.
საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და B დივიზიონში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა.
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები სომხეთს მერვედ შეხვდა. 4 მოგება საქართველოს ანგარიშზეა, 2 მოგება – სომხეთის, ორიც ფრედ დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას