მეკარეების შეცდომები – მამარდაშვილმა ტერ შტეგენზე მაღალი შეფასება დაიმსახურა

ლა ლიგის 33-ე ტურში სტუმრად “ბარსელონასთან” წაგებულ მატჩში (2:4) “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი 45+4-ე წუთზე გააძევეს.
ანალიტიკურმა საიტებმა ტრადიციულად ფეხბურთელების თამაში შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ “ბარსას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმაც რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა და მამარდაშვილზე დაბალი ქულები მიიღო, ისევე როგორც “ღამურების” ნახევარმცველმა უგო გილიამონმა.
Whoscored: მამარდაშვილი 5.7, ტერ შტეგენი 5.1, გილიამონი 5.5, ლევანდოვსკი 9.9, დომენეკი 7.6.
Sofascore: მამარდაშვილი 6.3, ტერ შტეგენი 6.2, გილიამონი 5.9, ლევანდოვსკი 9.3, დომენეკი 7.6.
Flashscore: მამარდაშვილი 6.5, ტერ შტეგენი 5.8, გილიამონი 5.3, ლევანდოვსკი 8.8, დომენეკი 5.5.