მეთიუ მილერი: შევაჩერეთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა

აშშ-მა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ამის შესახებ ნახევარი საათის წინ პლატფორმა X-ზე დაწერა მეთიუ მილერმა, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
გთავაზობთ მეთიუ მილერის პოსტს სრულად:
“აშშ, ევროკავშირთან ერთად სინანულს გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო.
ჩვენ ვგმობთ ძალის გადაჭარბებით გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს – ევროკავშირი არის დამცავი ზღუდე კრემლის წინააღმდეგ.
ამიტომ, შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან”.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის
აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი მოეწერა 2009 წლის 9 იანვარს.
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, 4 საკვანძო მიმართულებით თანამშრომლობის გასაღრმავებლად შეიქმნა
· თავდაცვისა და უსაფრთხოების,
· ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის,
· დემოკრატიისა და კარგი მმართველობის,
· ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფები.
ქარტიის საფუძველზე ასევე შეიქმნა სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მეთიუ მილერის პოსტი მისი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში პლატფორმა X- ზე აღარ იძებნებოდა, თუმცა აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილიყოს შესახებ განცხადება გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე.
მოგვიანებით X-ზე კვლავ გამოქვეყნდა მილერის პოსტი, რომლის შინაარსიც მცირედით შეიცვალა.