მეთიუ მილერი – საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს

საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ. ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
“[ურთიერთობების] ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გავაჩერეთ დახმარება. ისე არ არის, რომ [ურთიერთობების] გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა.
ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები ამ გადახედვის შედეგად და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ”, – განაცხადა მილერმა.