მეთიუ მილერი – ისრაელს ღაზასთან დაკავშირებით გრძელვადიანი სტრატეგია ესაჭიროება

ისრაელს ღაზასთან დაკავშირებით გრძელვადიანი სტრატეგია ესაჭიროება, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ისრაელს ღაზასთან დაკავშირებით მდგრადი გრძელვადიანი სტრატეგია ესაჭიროება. გარკვეული უბნების, საავადმყოფოების, სხვა გეოგრაფიული უბნების და შენობების „ჰამასისგან“ გაწმენდა საკმარისი არ არის. მათ გრძელვადიანი, მდგრადი სტრატეგია უნდა ჰქონდეთ, რომელიც მხოლოდ უსაფრთხოების სტრატეგია არ არის, არამედ პოლიტიკური სტრატეგიაც არის, თუ მათ სურთ, რომ ს მომავალი ღაზიდან წამოსული ტერორიზმისგან დაიცვან“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ როგორც ზოგადი პოლიტიკა, აშშ-ს არ სურს ისრაელმა საავადმყოფოებში სამხედრო ოპერაციები ჩაატაროს.
ცნობისთვის, დღეს, ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია დაასრულა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედრო ოპერაციის ფარგლებში „ჰამასის“ 200-მდე მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ