მეთიუ მილერი – გვატემალის ყოფილ პრეზიდენტს, ალეხანდო ჯიამატეის -ში შესვლა აეკრძალა

გვატემალის ყოფილ პრეზიდენტს, ალეხანდო ჯიამატეის -ში შესვლა აეკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.
„სახელმწიფო დეპარტამენტს სანდო ინფორმაცია აქვს, რომლის მიხედვით ჯიამატეიმ გვატემალის პრეზიდენტობისას საჯარო საქმიანობის შესრულების სანაცვლოდ ქრთამი აიღო, რომელიც კანონის უზენაესობასა და მთავრობის გამჭვირვალობას ზიანს აყენებს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
ორშაბათს, გვატემალის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ალეხანდრო ჯიამატეი ბერნარდო არევალომ შეცვალა, რომელმაც ანტიკორუფციული კამპანიის ჩატარებით მოიგო.
„პრეზიდენტ არევალოს მთავრობა აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებებსა და კრიტერიუმებს, რომლითაც იგი გვატემალის მოქალაქეების აშშ-ში შესვლის შესაბამისობას განიხილავს, პატივს სცემს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ბოლო დროს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჯიამატეის ხშირად აკრიტიკებდა, რადგან გვატემალელი პროკურორები ახლადარჩეული პრეზიდენტის, ბერნარდო არევალოს ინაუგურაციის გადადებას ცდილობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა