მეთიუ მილერი – გახსოვდეთ, რომ არის ქვეყანა, რომელიც შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას

გახსოვდეთ, რომ არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა კიდევ ერთ-ერთ თავის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას ისევე, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის სამხედრო მოქმედებების გამო, გაჩნდა რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე არა მხოლოდ -ის, არამედ ზოგადად ნატო-ს წინააღმდეგ და სერიოზულად აღიქვამს თუ არა და განიხილავს თუ არა ამას შეერთებული შტატები ნატო-ს მოკავშირეებთან.
„ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას ნატო-ს მოკავშირეებთან მთელ რიგ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს თავისი აგრესიით არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის. გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა კიდევ ერთ-ერთ თავის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას ისევე, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას. ჩვენ ვაგრძელებთ ნატო-ელ მოკავშირეებთან იმ ასიმეტრიული საფრთხეების განხილვას, რომელსაც რუსეთი ევროპის გარშემო ქმნის“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე