აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინელი სამხედროები პროგრესს აღწევენ და ეს პროგრესი არ წყდება.
მეთიუ მილერის თქმით, ვითარება ბრძოლის ველზე ჯერ კიდევ რთულია.
„უკრაინაში, რა თქმა უნდა, ბრძოლის ველთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა. უკრაინული ძალები ებრძვიან კარგად გამაგრებულ რუს სამხედროებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი პროგრესს აღწევენ. პროგრესი რთულია, მაგრამ ვხედავთ, რომ გრძელდება წინსვლა“, – განაცხადა მილერმა.
უკრაინის შემდგომი დაფინანსების საკითხზე მილერმა აღნიშნა, რომ თუ აშშ-ის კონგრესი სწრაფად არ იმოქმედებს, რესურსები ამოიწურება.
„სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მდივანი უერთდება პრეზიდენტს და ადმინისტრაციის სხვა წევრებს და მოუწოდებს კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს“, – დასძინა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.