მეთიუ მილერი – აშშ მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს

აშშ მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ევროპაში ს მზარდი აგრესიული და დესტაბილიზაციის გამომწვევი როლის გათვალისწინებით, ჩვენ დნესტრისპირეთში რუსეთის ქმედებებს და რეგიონში შექმნილ უფრო ფართო ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით
ჩვენ კიშინიოვსა და ტირასპოლს კვლავ მოვუწოდებთ, რომ ერთად იმუშაონ და დნესტრის ორივე მხარეს არსებული აქტუალური პრობლემების გადაწყვეტის გზები იპოვონ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
შეგახსენებთ, გუშინ, მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის ე.წ. დეპუტატებმა რუსეთს „მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა“ სთხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ