მეთიუ მილერი – აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ – გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულებას.
„აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შევუწყოთ მათ ანგარიშვალდებულებას, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას“, – წერს მილერი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს 9 მაისი – ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს

ირაკლი ფავლენიშვილი – ორგანიზაცია, „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია და ჰგონიათ, ასეთი განცხადებების ფონზე მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება – შედეგი სამწუხარო იქნება