მეთიუ მილერის განცხადებით, ისრაელი იარაღს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იყენებს

ისრაელი იარაღს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იყენებს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ჩვენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან ს შესაბამისობას მუდმივად ვაფასებთ. რაიმე სახის დარღვევა არც ომის დროს და არც ჰუმანიტარული დახმარების გაწევის დროს არ აღმოგვიჩენია“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელის ოფიციალური პირისგან ამ საკითხთან დაკავშირებით გარანტიები მიიღო.
„ეს გარანტიები პერსპექტიული ხასიათისაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათზე ჩვენი შეხედულება ღაზაში მიმდინარე ომის დროს ისრაელის ამჟამინდელ ქცევას ეფუძნება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება