მეზვრიშვილი: ხვალ, 12:00-ზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან გაყალბების მტკიცებულებებით

პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხვალ, 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.
ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
“ხვალ 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან თბილისის საქალაქო სასამართლოში ს გაყალბების მტკიცებულებებით”, – წერს ის.
4 ნოემბერს ნათია მეზვრიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს.