მეზვრიშვილი შოთაძეზე: ივანიშვილის უნდა, არჩევნების მერე პროკურატურისგან უსაფრთხოდ იყოს

გენერალური პროკურორი გადადგა. ივანიშვილის სრულიად მოსალოდნელი გადაწყვეტილება (დიდი ხანია, ვამბობდი). გენერალურ პროკურორს ს მერე ვადა მალევე გასდის. ივანიშვილი წაგებისთვის ემზადება და მისთვის მნიშვნელოვანია, არჩევნების შემდეგ პროკურატურისა და სასამართლოსგან უსაფრთხოდ იყოს. ამიტომ, არჩევნებამდე უნდა აირჩიოს ახალი, ლოიალური გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით.
წერს Facebook-ზე გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრი, ნათია მეზვრიშვილი. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. მან ამის მიზეზად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა დაასახელა.