მეზვრიშვილი პროკურატურას პაპუაშვილის განცხადებაზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება პარლამენტის სპიკერ ს მიერ „წინასაარჩევნო კამპანიისას ოპოზიციის მიმართ ზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე“.
„დროული რეაგირება უმნიშვნელოვანესია არჩევნების ძალადობისგან თავისუფალი გარემოში ჩასატარებლად“, — განაცხადა მეზვრიშვილმა.
„პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ არის დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი. „ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ აღნიშნული ზონდერები წინასაარჩევნოდაც გამოეყენებინა. ასეც მოხდა. ზონდერების დაცვის ამნისტიის დაანონსებიდან მალევე, საზოგადოებამ იხილა პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ“, — განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, -პაპუაშვილის დაჯგუფებას მიღებული აქვს დავალება, ნებისმიერ ფასად მოახდინონ ხმებით მანიპულირება და მანიპულირებული შედეგების სახალხო ლეგიტიმაცია. პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ამბობს, რომ სუს-ის დახმარებით სამთავრობო რესურსების კორუფციული მიზნებისთვის გამოყენებაზე პასუხისმგებელია კობახიძე, ხოლო დამკვირვებლების, მედიის და ოპოზიციის მიმართ ძალადობის წახალისებაზე, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაზე — პაპუაშვილი.
„საზოგადოებას შევახსენებთ ძალადობაში პაპუაშვილის მონაწილეობის ფაქტს უახლოესი წარსულიდან, როდესაც მის მიერ აქტივისტების და მედიის მიერ ძალადობის დაანონსებას იმავე დღეს, მყისიერად მოჰყვა ზონდერების მიერ აქტივისტზე სასტიკი ძალადობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ პროკურატურას დროული რეაგირებისკენ. ნებისმიერ ძალადობაზე პასუხისმგებლობას, ხელისუფლებასთან ერთად, ვაკისრებთ უშუალოდ პაპუაშვილს და იმ უწყებებს, რომელთა უმოქმედობა ძალადობაში თანამონაწილეობაა“, — განაცხადა მეზვრიშვილმა.
საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს გაკეთებულ განცხადებას. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციას მოუწევს, ხალხს დაელაპარაკოს.
„და განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის? დაბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ? ხალხის რისხვის პირველი ტალღა მათ ამ დღეებში უკვე მიიღეს. დაინახეს, რომ ხალხი ხელისუფლების წინდახედულ პოლიტიკას უჭერს მხარს და სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა ყველა, ვინც ომში მიგვაქანებდა, მშვიდობაზე ალაპარაკდა, ყველა, ვინც ქართველ გლეხებს და მეწარმეებს გაკოტრების გზაზე დაყენებას უპირებდა, დღეს რუსეთთან ვაჭრობაზე ალაპარაკდა“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ