მეზვრიშვილი: ოცნება აპირებს, ამნისტია პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებას შეახოს

გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
მისი განცხადებით, ქართული ოცნება აპირებს, ამნისტიის არეალი გააფართოოს, თარიღი პირველი ივლისის შემდეგ გადაწიოს და ის პარლამენტის თავმჯდომარის, ს მიერ ძალადობისკენ მოწოდებას შეახოს.
“ყოველგვარი ანალიზის გარეშე, პოლიტიკური გემოვნებით ემატება სხვა საშიში მუხლებიც. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაცია ერთხელ უკვე გამართლდა – ოცნებამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან შეთანხმებით, საკუთარი მოქალაქეების ცემის სანაცვლოდ ზონდერებს დაუსჯელობის პირობა წინასწარ მისცა და ამნისტიას დაპირდა. გარიგების მონაწილეებმა პირობა შეასრულეს – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობებზე რეაგირება არ მოახდინა, ხოლო არაუფლებამოსილი უწყების, -ის მიერ ფორმალურად დაწყებულ გამოძიებებს ოცნებამ ამნისტია შეახო.
პროკურატურის მიერ ამნისტიის თაღლითურ გარიგებაზე სათანადო რეაგირება მომავალში მაინც დაუსჯელს არ დატოვებს ჩადენილ ძალადობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გამყარდება ეჭვი, რომ პროკურატურაც ამ გარიგების მონაწილეა”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
პარტია საქართველოსთვის მოუწოდებს პროკურატურას, “ამჯერად მაინც გამოიკვლიოს ოცნების მიერ ზონდერების ამნისტიის ინიცირების თაღლითური გარიგება”.
გარდა ამისა, მისივე თქმით, გახარიას გუნდმა, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით მუშაობა დაიწყეს “სამართლიან, განმეორებითი დანაშაულის ანალიზზე დაფუძნებულ ამნისტიაზე”. მეზვრიშვილის ცნობით, აღნიშნულ კანონპროექტს ს შემდეგ დააინიცირებენ. როგორც ის ამბობს, ეს იქნება პირველი ამნისტია, რომელიც დაასრულებს საარჩევნო და სხვა პოლიტიკური მოტივაციით ამნისტიის მავნე პრაქტიკას ქვეყანაში.
პარლამენტში ამ წუთებში ამნისტიის კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.