პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას მოუწოდებს, ირაკლი კობახიძის საქმიანობის კანონიერებით დაინტერესდეს.
ანტიკორიფციული ბიუროსადმი კობახიძის მიმართვაზე მეზვრიშვილი ამბობს, რომ არ არის პირველი შემთხვევა, როცა კობახიძე სახელმწიფო უწყების საქმიანობაში ერევა.
“გუშინ პრემიერად წოდებულმა კობახიძემ გააკეთა განცხადება, რაც ყველაზე ცხადად ადასტურებს, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს და აღარც ინსტიტუტები და ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამარცხვინო კობახიძე სახელმწიფო უწყების საქმიანობაში ჩაერია. ის ჩაერია პროკურატურის საქმიანობაში (გავიხსენოთ ვაკის პარკის ტრაგედია, როდესაც ხელი დააფასა მისი კორუფციული დაჯუფების წევრ კალაძეს), მან უკარნახა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს, ის ხშირად სრულიად უკანონოდ იყენებს პრემიერის სტატუსს პარტიის ტრიბუნიდან.
სადამკვირვებლო მისიების როგორც შეზღუდვის, ისე დაშვების გადაწყვეტილებაც მიიღო არა ანტი-კორუფციულმა ბიურომ, არამედ ივანიშვილის მწერალმა კობახიძემ, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ცრუობს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რეალურად შეკეტილია ოთახში და არჩევნებით მანიპულაციის გეგმას ხლართავს. უშუალოდ მის კაბინეტში იწერება როგორც ანტი-კორუფციული ბიუროს, ისე ცესკოს და სახალხო დამცველის განცხადებები.
კობახიძის ძირითადი ფუნქციაა არჩევნების გაყალბების და პარტიის სალაროს შავი ფულით შევსების მიზნით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში უკანონო ჩარევა. ამ მიზნით, დანიშნეს პრემიერად, ამ მიზნით ჩააბარეს საარჩევნი შტაბიც.
შესაბამისად, რამდენი ავადმყოფობაც არ უნდა გაითამაშოს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
მოვუწოდებ პროკურატურას დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე განმწესებული ადამიანის საქმიანობის კანონიერებით – უკვე მერამდენედ იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. დროულ მოქმედება პირდაპირი გვლენა შეიძლება ჰქონდეს არჩევნების ლეგიტიმაციაზე.
მოვუწოდებ კობახიძეს, გამოვიდეს სამალავიდან და აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ ქაოსზე.
რა თქმა უნდა, დღესვე მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს”, – თქვა მეზვრიშვილმა.
გუშინ, 1-ელ ოქტომბერს კობახიძემ ანტიკორუფციულს მიმართა, ორგანიზაციისთვის სტატუსი მოეხსნა. ანტიკორუფციულმა ეს მიმართვა შეასრულა.