გუშინ TV პირველის ეთერში ნიკა გვარამია საუბრობდა დეტალურად და ჩვენც რაღაცნაირად შეგვეხო. […] აბსოლუტურად გასაგები არის, რატომ ეყრდნობიან ისინი პარტიების დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს. […] რაღაც სანდოობის ხარისხი ხომ უნდა არსებობდეს. ძალიან ბევრი კვირაა, მე მაგალითად სამი ვერსია მოვისმინე ამ კვლევის, რაშიც არც მონაწილეობა მიგვიღია, არც არავის დაუძახია ჩვენთვის, არც არავის აზრი უკითხავს.
[…] ეს კვლევა არის ტყუილზე დაფუძნებული, მარტივად შემიძლია გითხრათ. პარტია ახალი, რომელიც რეალურად არის ენმ, მიუხედავად იმისა, რა სახელს დაირქმევს, მას აქვს პოლიტიკური ინტერესები და რა დაკვეთასაც იძლევიან, იმის მიხედვით დგება შედეგები.
[…] ეს ადამიანები ცდილობენ საზოგადოებაში დალექონ მცდარი შეხედულებები. დადიან რეგიონებში და სამწუხაროა, რომ ამაში მათ ცალკეული ორგანიზაციები ეხმარებიან. მე ვისურვებდი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ისედაც როგორი წნეხის ქვეშ ვართ რუსული კანონიდან გამომდინარე, გველოდება არჩევნები, პოლიტიკური რჩევების მიცემის ნაცვლად, პოლიტიკურ პროცესში ჩარევის ნაცვლად, ვისურვებდი, ეს ადამიანები არჩევნების დაცვით დაკავდნენ.
[…]არსებობს საერთაშორისო კვლევა, ძალიან ავტორიტეტული, თვითონ საერთაშორისო პარტნიორები არ ენდობიან ამ კვლევას, რომელსაც ესე კარდაკარ დაატარებენ. იციან ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ საერთაშორისო პარტნიორებიც არ ენდობიან ამ კვლევას და იმ კვლევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, მალე გახდება ეს ცნობილი.