მეზვრიშვილი: ვააქტიურებთ “არჩევნების დაცვის ჯგუფს” – მიზანი გაყალბების ფაქტების გამოვლენაა

საქართველოსთვის წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტია ააქტიურებს “არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მთავარი მიზანი “გაყალბების ფაქტების გამოვლენა და ხმების დაცვაა”. როგორც მეზვრიშვილი ამბობს, ადგილობრივ, საერთაშორისო დამკვირვებლებს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საარჩევნო დარღვევებს.
“სენატში გუშინ საქართველოს არჩევნებზე გამართული განხილვის პასუხად, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ იგეგმება უპრეცედენტო დაკვირვება ოქტომბრის არჩევნებზე, გაყალბების პრევენციისთვის და მოქალაქეთა არჩევანის დასაცავად, დღეს მ არჩევნებით მანიპულირება დააანონსა.
პარტია გახარია – საქართველოსთვის ვააქტიურებთ “არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მთავარი მიზანი გაყალბების ფაქტების გამოვლენა და ხმების დაცვაა. ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მივაწვდით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საარჩევნო დარღვევებს, რასაც პერიოდულად, საზოგადოებასაც გავუზიარებთ, გავხდით საჯაროს და ამით ვუპასუხებთ კობახიძის და ოცნების ტყუილებს. რაც უფრო გაიზრდება პარტნიორების დახმარება არჩევნების დაცვის
მიმარულებით, გაიზრდება ხელისუფლების ტყუილები, დეზინფორმაცია დასავლეთის წინააღმდეგ და კონსპირაციები გლობალური ომის პარტიაზე ერთადერთი მიზნით: მიაღწიონ მანიპულირებული შედეგების ლეგიტიმაციას. აღნიშნულის ნათელი დასტურია დღეს კობახიძის რეაქცია” – თქვა მეზვრიშვილმა.
პრემიერმინისტრმა და მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს “მრავალწლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით”, აქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები არჩევნებზე გაგრძელდება და ყველაფერს გააკეთებენ, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.
“იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა, ანუ ყველა მათი პარტია ერთად, 30%-საც ვერ აგროვებს, იქნებიან მოტივირებული მოაწყონ ასეთი პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით. ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო, თუმცა გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში” – თქვა კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.