მეზვრიშვილი: დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული, პოლიცია დაგვიანებით მივიდა

გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ დანაშაულის ადგილას პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული, პოლიცია კი დაგვიანებით მივიდა.

მისი თქმით, საქმეზე მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება.
“დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა ამის მტკიცებულება არსებობს. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად.
მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ რომ არ გაუნადგურებიათ”- აცხადებს მეზვრიშვილი.
გვიან ღამით გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო შერატონში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორნდენ. სასტუმროში ასევე იმყოფებოდა მედიაექსპერტი ზვიად ქორიძეც, რომელიც ჰყვება, რომ თავდამსხმელები მასაც ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, გიორგი მანველიძემ კი ქილა ესროლა.