მეზვრიშვილი: გახარია იყო ერთადერთი დამოუკიდებელი პრემიერი ოცნების პირობებში

ძალიან მრავალფეროვანი შეფასებები მოვისმინე ეს დღეები და ჩემი აზრით, მიწაზე უნდა დავეშვათ, იმიტომ რომ რეალური მიზეზები, რის გამოც ივანიშვილმა ერთი ირაკლი მეორით ჩაანაცვლა, არის აბსოლუტურად სხვა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი აზრით. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ [ინგა გრიგოლიას] ძალიან კეთილი მიზნები გამოძრავებდათ, როდესაც ამ პრემიერებთან, რომლებსაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადადგამს ხოლმე, როდესაც როგორ დაჭირდება, მათთან ერთად ახსენეთ გახარია. გახარია არის ერთადერთი პრემიერი, რომელიც ამ პრემიერებისგან განსხვავებით, ამ უუფლებო ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებსაც სუნთქვასა და ნაბიჯის გადადგმაზეც ნებართვა ესაჭიროებოდათ, ერთადერთი პრემიერი ოცნების პირობებში, რომელიც იყო დამოუკიდებელი და არავის გაუგდია, ის თავისით გადადგა და ამ გუნდს აქვს ის პასუხისმგებლობა, რომ სხვა პრემიერებივით ზოგი საერთაშორისო ექსპერტად არ წასულიყო, ზოგი სახლში არ გაპარულიყო, კომფორტის ძიება არ დაეწყო და დარჩენილიყო იქ, სადაც დღეს ეს ადამიანი და მისი გუნდია.