მეზვრიშვილი: ბაზებზე არპასუხი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში კალანდარიშვილის ჩართვას ნიშნავს

გახარია საქართველოსთვის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე მალავს ს გაყალბების დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებებს, კერძოდ, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა.
მეზვრიშვილის თქმით, ბაზების გახსნასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, ცესკოს თავმჯდომარე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და არ აქვს კონკრეტული პასუხი, რაც მისივე თქმით, მიუთითებს, რომ გიორგი კალანდარიშვილი პირდაპირ არის ჩართული მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია.
გიორგი გახარიას პარტია ცესკოს სმარტმატიკთან გაფორმებული კონტრაქტისა და მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, ასევე ბაზების გახსნას ითხოვს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა გადაამოწმოს – მონაწილეობდა თუ არა არჩევნებში; რომელ უბანზე მისცა ხმა; რომელ საათზე მისცა ხმა.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტიამ სასამართლოსაც მიმართა, რათა დაავალდებულოს ცესკო, შეასრულოს გიორგი გახარიას პარტიის მოთხოვნა, თუმცა ის ამბობს, რომ სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება მათი განცხადების საფუძველზე.